მცველი, რომელიც კარგად თამაშობს ისევე როგორც დაცვაში ასევე შეტევაში.
"მე კმაყოფილი ვარ, გუშინდელი წარმატებით. მოვიგეთ და მოვიპოვეთ 3 ქულა. პირველი ტაიმის დასაწყისში ძალიან გაგვიძნელდა, მაგრამ გავაკონტროლეთ ბურთი და შედეგი სახეზეა". განაცხადა კიელინიმ.
თამაში დაიწყო წვიმით და გაგრძელდა თოვლით: "ჩვენ ვიცოდით, სად და როგორ პირობებში უნდა გვეთამაშა. ჩვენ ვითამაშეთ კარგად და შედეგიანად და შედეგი სახეზეა. მე გავიტანე გოლი – ეს რა თქმა უნდა დადებითი მოვლენაა". დაასრულა იტალიელმა.
მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგინსონმა დერბის წინ, მანჩესტერ სიტისთან, განცხადება გააკეთა. იგი თვლის რომ 32 მილიონი ეურო, რომელიც რობინიოში გადაიხადეს, არ იყო ფულის გადაყრა და ბრაზილიელი ავანსებს ამართლებს.
"რობინიო ღირს ის ფული რაც გადაიხადეს? როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ იტანს იგი გოლებს, გვინდა ვუპასუხოთ დადებითი პასუხი. შესაძლებელია, რომ იგი ყოველთვის არ ჩანს მოედანზე, მაგრამ მერწმუნეთ, იგი დიდ სამუშაოს ასრულებს.
მარკ ჰიუზმა უნდა მოახერხოს, რომ რომბინიომ მოახერხოს სრულად კონცენტრირება ინგლისურ პრემიერ–ლიგაზე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს 2 მილიონი ღირს ფეხბურთელი თუ 32. ფეხბურთელს უნდა დაეხმარო, დაიმკვიდროს თავისი ადგილი ინგლისურ ფეხბურთში.
მე მყავს 17 ფეხბურთელი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ღირსებას იცავენ და მე შესაძლებლობლობების მიხედვით ვეხმარები მათ". დაამთავრა ფერგინსონმა.
ბარსელონას საინტერესო სიტუაცია აქვს ყვითელ ბარეთებთან მიმართებაში: კრიტიკული სიტუცია აქვს ეტოს და ბუსკეტს. გუარდიოლამ უკვე განაცხადა, რომ ყვითელი ბარათები არ იქონიებს გავლენას ფეხბურთელი გავა თუ არა მოედანზე, ამ შემთხვევაში დისკვალიფიკაციის დიდი შანსი არსებობს, მაგრამ ბარსას ყავს ნებისმიერი ფეხბურთელის შემცვლელი.
კამერუნელმა ეტომ, მომდევნო მატჩში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ელ კლასიკო გამოტოვოს. თუ ეტომ მიიღო ყვითელი, სავარაუდოდ მას ტიერი ანრი შეცვლის.
მილანის ინტერის ფორვარდმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა, კომენტარი გააკეთა დიდიე დროგბას შესაძლო ტრანსფერზე ჩელსიდან ინტერში:
"რა თქმა უნდა, დროგბა – დიდი ფეხბურთელია, მისი ფიზიკური მონაცემებით და ტექნიკით, მას შეუძლია ძალიან ბევრი გოლის გატანა, მაგრამ ჩვენ გუნდში არიან ძალიან კარგი ფორვადები, მაგალითად – ადრიანო. ვფიქრობ, რომ იგი თავის დავალებებს შესანიშნავად ართმევს თავს". დაამთავრა იბრამ.
რეალ მადრიდის პრეზიდენტმა რომან კალდერონმა განაცხადა, რომ გუნდი იყიდის ორ ვარსკლავს, რომლებიც მისი აზრით, გაახარებენ გულშემატკივრებს.
წელს ზაფხულში რეალს განსაკუთრებით არ უაქტიურია, გუნდმა ვერ მოახერხა კრისტიანო რონალდოს ყიდვა და რამდენიმე სხვა ფეხბურთელის, მაგრამ კალდერონი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება:
"იქნება ორი ან სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომლებიც მოეწონებიან გულშემატკივრებს. ივლისში ჩვენ მათ წარვადგენთ". განაცხადა კალდერონმა.
კალდერონს უკვე მოუხდა გულშემატკივრების იმედების გაცრუება, როდესაც არიან რობენის ყიდვის შეგდეგ, იგი დაჰპირდა ტიფოზებს ფაბრეგასის და კაკას ყიდვისა. ასევე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა მთავარ მწვრთნელს – ბენდ შუსტერს, რომელმაც ბევრს აკრიტიკებენ, იმიტომ რომ ცოტას ურთიერთობს ფეხბურთელებთან.
"მასმედიის წინაშე შუსტერი აქტიური და გულახდილია, ხოლო ახლო მეგობრებთან, იგი თბილი და კარგი ადამიანია. ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი და ძალიან კარგი მწვრთნელი. ახლანდელი და მომავალი გეგმები რეალისა, დაკავშირებულია ბენდ შუსტერთან". დაამატა კალდერონმა.
გუნდის ხელძღვანელობა არ აპირებს ფეხბურთელის შენახვას გუნდში.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი მეკარეს არ აქვს არანაირი მომვალი ვალენსიაში, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ თვითონაც ილაპარაკა: "მე მაქვს მესამე მეკარის სტატუსი".
დღეს ვალენსიის ვიცე–პრეზიდენტმა ფერნანდო გომეზმა განაცხადა, რომ გუნდი გაუშვებს ხილდენბრანტს გუნდიდან და მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია ნებისმიერ გუნდში გადავიდეს.
ახლა მარცხენა მცველი და ბებერი სინიორა დაუკავშირდნენ ერთმანეთს 2013 წლამდე.
25 წლის მორანომ თავისი კარიერა დაიწყო სალრნიტანეში, ვის აღზრდილადაც ითვლება. 2005 წელს გუნდი დაქვეითდა სერია ც–ში, ხოლო ფეხბურთელი კი იუვემ ჩაიგდო ხელში.
წინა სეზონი მან არენდით გაატარა სიენაში და ზაფხულში დაბრუნდა იუვენტუსში, სადაც ფეხბურთელი იშვიათად ჩნდება მოედანზე.
არსენალის მთავარმა მცვრთნელმა არსენ ვენგერმა, ილაპარაკა თავისი გუნდის დაცვის ხაზზე.
იმის შემდეგ რაც იულიამ გალასთან მოხვდა, ყველა ელოდა, რომ ვენგერი წაართმევდა მას კაპიტნის სამკლაურს და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ შესაძლებელია, რომ გალასი ზამთარში სხვა კლუბშიც გაუშვას.
"ვილიამმა შეიგნო თუ რა გააკეთა მან და მე დამრჩა დიდი ნდობა მის მიმართ და მჯერა მისი.
გალასს შესანიშნავად შეუძლია არსენალის მთელი დაცვის ხაზის ორგანიზება. ეხლა იგი დიდი დატვირთვით მუშაობს ვარჯიშებზე. ეს ყველაფერი მის კარგ თვისებებზე მეტყველებს.
ფაბრეგასი? მე უბრალოდ მინდა, რომ მან კარგად შეასრულოს თავისი სამუშაო. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და შეუძლია კაპიტნის ფუნქცია იტვირთოს. ითამაშე კარგად და იქნები მისაბაძი დანარჩენი ფორმალობაა". დაამთავრა ვენგერმა.